Balenciaga-ს 2019 წლის Pre fall კოლექცია უკვე გაყიდვაშია და ხელმისაწვდომია მსურველთათვის. კოლექციაში შედის სხადასხვა ფერის ტოტებიანი შარვლები, პატარა ზომის, ხელოვნური ბეწვით გაწყობილი ყოველდღიური ჩანთები და ასევე მაღალქუსლიანი სანდლები, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება უკვე ყველაზე მეტად მიიპყრო, მისი შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიაში 1420 ევროდ შეგიძლიათ.
2019 წლის 6 მაისს იმაში დავრწმუნდით, რომ მეთ გალა ლედი გაგასთვის შეიქმნა, ლედი გაგა მეთ გალასთვის, დანარჩენი ყველა კი ამ კაშკაშა ვარსკვლავის გასაღმერთებლად.
მეთ გაგა — ასე უწოდეს მომხმარებლებმა 2019 წლის მეთ გალას, მას შემდეგ რაც გაგამ პირდაპირ გამოფენის ხალიჩაზე გამოიცვალა და ოთხი სხვადასხვა კოსტიუმით წარსდგა.
გაგას ბრენდონ მაქსველის დიზაინით შექმნილი სამოსი ეცვა.
ივნისი, პრაიდის თვე, ახლოვდება და ამასთან დაკავშირებით ადიდასმა გადაწყვიტა, ლგბტ თემატიკაზე ფეხსაცმლის ხაზი გამოეშვა.
პირველი არის 80-იანი წლების რეტრო მოდელის თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც ცისარტყელის ზოლი დასდევს გვერდით. ფეხსაცმლის ენასა და შიგნით ნაწილში ადიდასის ლოგო ასევე ცისარტყელის ფერებშია. მისი ფასი 80 დოლარი იქნება.
შემდეგია თხელი ნაქსოვი მასალით ფეხსაცმელი, რომელიც ზაფხულისთვის განსაკუთრებით კომფორტულია. მისი ფასი 180 დოლარია.
ბოლო მოდელი კი ეს კომფორტული ქოშია, სახელად ადილეტი. მისი ფასი ჯერ უცნობია. ადიდასის ახალი მოდელების ონლაინ გაყიდვა პირველ ივნისს დაიწყება.
ესპანურმა მოდის სახლმა Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორიც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, 2019 წლის წინასაშემოდგომო კოლექცია გამოუშვა.
ტანსაცმელი და აქსესუარები უკვე ხელმისაწვდომია ბრენდის მაღაზიებში და ონლაინ საიტზე.
კოლექცია სულ 97 მოდელითაა წარმოდგენილი. მათ შორის შეგხვდებათ რკინისქუსლიანი “შლოპანცი”, რომელიც 719 ევრო ღირს, წვეტიანი ცხვირის შუზები 1 420 ევროდ, “ჭუჭყიანი” ჯინსები, კუბოკრული კოსტიუმები და შარვლები, ქამრიანი მოკლე ქურთუკები და ა.შ.
ბალენსიაგა, რომელიც კოლექციებში ძველი მოდის შტრიხების გაცოცხლების პარალელურად, თანამედროვე დეტალებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ, ჩვევას არც ახალ კოლექციაში ღალატობს. 2019 წლის შემოდგომის კოლექციაში როგორც მუქი, ისე ნეონური და ცოცხალი ფერებიც შეგხვდებათ.
ასე რომ, მოემზადეთ — მალე მსოფლიოს მედია ბალენსიაგას ახალ მოდელებზე დაიწყებს საუბარს, იქნება კრიტიკაც, შარჟიც, თუმცა შემოდგომაზე ვარსკვლავების უმრავლესობას სწორედ ამ კოლექციაში გამოწყობილებს ვიხილავთ.
დაწნილი ფეხსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენციაა ამ სეზონზე. მოდურია, როგორც დახურული ფეხსამცელი, ისე ღია და Mules. სასურველია აქცენტი კრემისფერ, ბეჟ და პასტელურ ტონებზე გააკეთოთ.
წყარო: Anobano’s Blog
ქართველი მოდის ჟურნალისტი, ბლოგერი და სტილისტი ნატუკა ქარქაშაძე საუბრობს თავისი კარიერის, წარმატებისა და ოჯახის შესახებ
როგორც ვიცით, ზაფხულის მოსვლას ძალიან ბევრი ადამიანი მოუთმენლად ელის და აი ისიც დადგა. ყველას თავისი მიზეზი აქვს თუ რატომ უყვარს ეს დრო, ზოგისთვის ის უბრალოდ მზესთან, სიცხესთან ან ზღვასთან ასოცირდება, ზოგისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს სეზონი დასვენებისთვისაა, თუმცა ამ დროს ახალგაზრდები და არამხოლოდ ახალგაზრდები განსაკუთრებულად ელიან, რადგან ყველა სხვა გართობასთან ერთად, მუსიკალური ფესტივალების უმეტესობა ამ დროს ტარდება და არც ეს წელია გამონაკლისი. ბევრი კი განსაკუთრებულად ემზადება ამ ფესტივალებისთვის და წინასწარ ითვალისწინებენ ყველაფერს, მათ შორის სამოსს, რაც ხელს შეუწყობს მათ კომფორტულობას.
ახალგაზრდული, რომანტიული, მხიარული და ფერადი სამოსი – ბოჰემური სტილი მუსიკალური ფესტივალების სტუმრების რჩეული მიმდინარეობაა. ამ პოპულარული მოდური მიმდინარეობის ფუძემდებლებად შეგვიძლია გასული საუკუნის სუბკულტურის მიმდევრები – ჰიპები ვიგულისხმოთ. ასეა თუ ისე, სწორედ ეს სტილი დამკვიდრდა მუსიკალური ფესტივალების დროს სტუმრების ყველაზე საყვარელ სტილად. გთავაზობთ საინტერესო ფოტოკრებულს, რომელიც თქვენს ინსპირაციას ერთი-ორად გააღვივებს და ახალ იდეებს გაგიჩენთ. მაშ ასე..
წლევანდელი წვეულების თემა „კემპი: მოდის ჩანახატები“ იყო და ამავე სახელწოდების მოდის ჩვენებას მიეძღვნა. დეფილეს თემა კი ფოტოგრაფ სიუზენ სონტარის მიერ, 1964 წელი დაწერილი ესეს მიხედვით შეირჩა.
ტერმინი „კემპი“ ფრანგული ზმნისგან მოდის და „განსაკუთრებული მანერულობით მიღებულ პოზას“ ნიშნავს.
მეტროპოლიტენ მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიური საქველმოქმედო წვეულება მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ სანახაობად მიიჩნევა, რომელიც სტუმართა ექსკლუზიური შემადგენლობით, ძვირადღირებული ბილეთებით, ექსტრავაგანტული სამოსითა და ახალ-ახალი თემებით გამოირჩევა.