ბალენსიაგას ახალ კოლექციაში ქუსლიან “შლოპანცებს” და “ჭუჭყიან” ჯინსებს შეხვდებით

ესპანურმა მოდის სახლმა Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორიც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, 2019 წლის წინასაშემოდგომო კოლექცია გამოუშვა.

ტანსაცმელი და აქსესუარები უკვე ხელმისაწვდომია ბრენდის მაღაზიებში და ონლაინ საიტზე.

კოლექცია სულ 97 მოდელითაა წარმოდგენილი. მათ შორის შეგხვდებათ რკინისქუსლიანი “შლოპანცი”, რომელიც 719 ევრო ღირს, წვეტიანი ცხვირის შუზები 1 420 ევროდ, “ჭუჭყიანი” ჯინსები, კუბოკრული კოსტიუმები და შარვლები, ქამრიანი მოკლე ქურთუკები და ა.შ.

ბალენსიაგა, რომელიც კოლექციებში ძველი მოდის შტრიხების გაცოცხლების პარალელურად, თანამედროვე დეტალებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ, ჩვევას არც ახალ კოლექციაში ღალატობს. 2019 წლის შემოდგომის კოლექციაში როგორც მუქი, ისე ნეონური და ცოცხალი ფერებიც შეგხვდებათ.

ასე რომ, მოემზადეთ — მალე მსოფლიოს მედია ბალენსიაგას ახალ მოდელებზე დაიწყებს საუბარს, იქნება კრიტიკაც, შარჟიც, თუმცა შემოდგომაზე ვარსკვლავების უმრავლესობას სწორედ ამ კოლექციაში გამოწყობილებს ვიხილავთ.

წყარო: On.ge

ქართველი მოდის ჟურნალისტი, ბლოგერი და სტილისტი ნატუკა ქარქაშაძე საუბრობს თავისი კარიერის, წარმატებისა და ოჯახის შესახებ

Met Gala 2019 – ხმაურიანი მოვლენა მოდის ინდუსტრიაში

წლევანდელი წვეულების თემა „კემპი: მოდის ჩანახატები“ იყო და ამავე სახელწოდების მოდის ჩვენებას მიეძღვნა. დეფილეს თემა კი ფოტოგრაფ სიუზენ სონტარის მიერ, 1964 წელი დაწერილი ესეს მიხედვით შეირჩა.

ტერმინი „კემპი“ ფრანგული ზმნისგან მოდის და „განსაკუთრებული მანერულობით მიღებულ პოზას“ ნიშნავს.

მეტროპოლიტენ მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიური საქველმოქმედო წვეულება მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ სანახაობად მიიჩნევა, რომელიც სტუმართა ექსკლუზიური შემადგენლობით, ძვირადღირებული ბილეთებით, ექსტრავაგანტული სამოსითა და ახალ-ახალი თემებით გამოირჩევა.



წყარო: http://venue.ge/