მეთ გაგა! — ლედი გაგა მეთ გალას ხალიჩაზე 4 განსხვავებული კოსტიუმით წარსდგა

2019 წლის 6 მაისს იმაში დავრწმუნდით, რომ მეთ გალა ლედი გაგასთვის შეიქმნა, ლედი გაგა მეთ გალასთვის, დანარჩენი ყველა კი ამ კაშკაშა ვარსკვლავის გასაღმერთებლად.

მეთ გაგა — ასე უწოდეს მომხმარებლებმა 2019 წლის მეთ გალას, მას შემდეგ რაც გაგამ პირდაპირ გამოფენის ხალიჩაზე გამოიცვალა და ოთხი სხვადასხვა კოსტიუმით წარსდგა.

გაგას ბრენდონ მაქსველის დიზაინით შექმნილი სამოსი ეცვა.

წყარო: On.ge

Met Gala 2019 – ხმაურიანი მოვლენა მოდის ინდუსტრიაში

წლევანდელი წვეულების თემა „კემპი: მოდის ჩანახატები“ იყო და ამავე სახელწოდების მოდის ჩვენებას მიეძღვნა. დეფილეს თემა კი ფოტოგრაფ სიუზენ სონტარის მიერ, 1964 წელი დაწერილი ესეს მიხედვით შეირჩა.

ტერმინი „კემპი“ ფრანგული ზმნისგან მოდის და „განსაკუთრებული მანერულობით მიღებულ პოზას“ ნიშნავს.

მეტროპოლიტენ მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიური საქველმოქმედო წვეულება მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ სანახაობად მიიჩნევა, რომელიც სტუმართა ექსკლუზიური შემადგენლობით, ძვირადღირებული ბილეთებით, ექსტრავაგანტული სამოსითა და ახალ-ახალი თემებით გამოირჩევა.



წყარო: http://venue.ge/